„დედამიწა ჩვენი სახლია, გავუფრთხილდეთ მას!“ - თრიალეთის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა გარემოსდაცვითი აქტივობები განახორციელეს
06-11-2023

წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ თრიალეთის საჯარო სკოლაში გარემოსდაცვით საკითხებს მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. პედაგოგები ბავშვებს დაწყებითი კლასებიდანვე აჩვევენ გარემოზე ზრუნვას. სწორედ ამიტომ, ისინი სხვადასხვა აქტივობასა და პროექტში დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან.

ამჯერად, სასკოლო საზოგადოება - „სკოლების გლობალური მოქმედების დღეს“ შეუერთდა. 

აღნიშნული დღესთან დაკავშირებით, მოსწავლეები, მშობლებთან და მასწავლებლებთან ერთად, ნარგიზ ვაშაყმაძის, მარინე ირემაძის, ეკა ჭეხანის და მზიგული წულუკიძის ორგანიზებით, ლოზუნგის -  „დედამიწა ჩვენი სახლია და გავუფრთხილდეთ მას“ გარშემო გაერთიანდნენ და საინტერესო აქტივობები განახორციელეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, აქტივობები მიმართული იყო კლიმატის ცვლილების შესაჩერებლად.

სკოლაში ასევე მოეწყო თემატური ნახატების გამოფენა - „დედამიწა ჩვენი სახლია და გავუფრთხილდეთ მას“, „კლიმატის ცვლილება არამარტო გარემოზე არამედ ჩვენს ჯანმრთელობაზეც აისახება“.

შეიქმნა ინფოგრაფიკა, პოსტერები, ბუკლეტები და საინფორმაციო ფურცელი, მოეწყო თემთან,  შეხვედრები და პრეზენტაციები. ბავშვებმა თემის წევრებს და თანატოლებს ბუკლეტები - „ვიმოქმედოთ ლოკალურად და ვიაზროვნოთ გლობალურად“, დაურიგეს.

„ჩვენ შეგვიძლია მონაწილეობა მივიღოთ კლიმატის ცვლილებების შეჩერების პროცესში - ეკონომიურად მოვიხმაროთ ელექტროენერგია, ავტომობილის ნაცვლად ვისარგებლოთ გარემოსთვის უსაფრთხო ტრანსპორტით. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი ცხოვრების წესად ვაქციოთ გარემოს დაცვა. ჩვენ გვჯერა ეს არის სწორი არჩევანი“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203