ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისური ენის გაკვეთილზე ჰელოუინის დღესასწაულის ისტორიასა და ტრადიციებს გაეცნენ
06-11-2023

ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მოსწავლეები ინგლისურ ენას მრავალფეროვანი აქტივობებით სწავლობენ. პედაგოგები მათ საინტერესო და შემეცნებით გაკვეთილებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგ მაია კასრაძის ხელმძღვანელობით, ბავშვებმა ჰელოუნის დღესასწაულთან დაკავშირებით, საინტერესო აქტივობები განახორციელეს. მათ თემატური პოსტერი შექმნეს და შესაბამისი სადღესასწაულო კოსტიუმებით შეიმოსნენ.

როგორც სკოლის პედაგოგი მაია კასრაძე ამბობს, ისინი ასევე აღნიშნულ დღესასწაულთან დაკავშირებულ ტრადიციებს გაეცნენ  და ცოდნა აიმაღლეს.

„ჩვენ ჩავერთეთ English Book Education და Macmillan Education- ის პროექტში Halloween, გარდა იმისა, რომ შევასრულეთ მათი მოწოდებული აქტივობები, ასევე შევქმენით დეკორაციები ჰელოუინზე. ვისაუბრეთ მის წარმოშობასა და საზოგადოებაში დამკვიდრებულ არასწორ წარმოდგენებზე“, - გვიყვებიან სკოლაში.

​აღნიშნულ აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებს ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203