ჭიათურის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ანბანის სწავლის დაწყება იზეიმეს
06-11-2023

ჭიათურის N2 საჯარო სკოლის პირველ კლასში ანბანის სწავლის დაწყება საზეიმოდ აღინიშნა. 

მოსწავლეთა მოტივაციაზე პედაგოგმა - დალი კვანტიძემ იზრუნა და მათ მრავალფეროვანი აქტივობები და სასწავლო რესურსი შესთავაზა. 

„შემოდგომის ოქროსფერი სხივები იღვრებოდა ჭიათურის მე-2 საჯარო სკოლის I კლასში. ანბანის შემობრძანებას ზეიმობდნენ გამოცდილი, თბილი, მოსიყვარულე პედაგოგის - დალი კვანტიძის ჭიკჭიკა მერცხლები. ისინი ხოტბას ასხამდნენ დედაენის შემოქმედს - დიდ იაკობ გოგებაშვილს, ქართულ ანბანს. დედაენის გასაღებს - კოპწია იას დაბადების დღეც აღუნიშნეს და ვარსკვლავიც გაუხსნეს. პირველკლასელებმა ლამაზი ინსცენირებით გააცოცხლეს „აი იას“ აღმოჩენის ეპიზოდი. უფროსი მეგობრის ჩართულობით წერილი „მიიღეს“ საოცრებათა ქვეყნიდან“,- გვიყვებიან შთამბეჭდავი გაკვეთილის შესახებ სკოლაში. 

პირველკლასელებმა ანბანის სწავლა დიდი ენთუზიაზმით დაიწყეს.

„პატარები სიყვარულით იხუტებდნენ გულში „დედაენას“ და ჩანდა, რომ მათ გაცისკროვნებულ თვალებში ამ დღეს ანთებული ცოდნის ლამპარი არასოდეს ჩაქრება“,- დასძენენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203