შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე განსაკუთრებულად აღინიშნა
06-11-2023

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ შაუმიანის N3 საჯარო სკოლაში პედაგოგების როლი და შრომა დაფასებულია. 

სწორედ ამიტომ, სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე საზეიმოდ აღინიშნა.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა მუსიკალური ნომრები წარადგინეს - იცეკვეს, იმღერეს, ლექსები წაიკითხეს და ასე მიულოცეს საყვარელ პედაგოგებს პროფესიული დღესასწაული.

ბავშვებმა ასევე მასწავლებლის პროფესიაზე ისაუბრეს, აღნიშნეს მათი ღვაწლი და მადლობა გადაუხადეს.

ღონისძიების დასასრულს კი ბავშვებმა მასწავლებლებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

ეს დღე ასევე განსაკუთრებული სითბოთი და პატივისცემით პედაგოგებს სკოლის დირექტორმა, აიდა აზატიანმა მიულოცა. 

„დირექტორმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მასწავლებლის შრომა სათანადოდ იყოს დაფასებული და ამ დღის დაწესებაც ამის დასტურია“, - ამბობენ სკოლაში.

შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის ეროვნული დღე საქართველოში წელს დაწესდა და ყოველწლიურად, 27 ოქტომბერს - ქართველი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის - იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღეს აღინიშნება.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203