ავრანლოს საჯარო სკოლაში კითხვისა და განხილვის კლუბი შეიქმნა
03-11-2023
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ავრანლოს საჯარო სკოლაში 2 ნოემბერს თვითმმართველობამ მოსწავლეთა სურვილებსა და საჭიროებებზე დაყრდნობით წიგნების კითხვისა და განხილვის კლუბი აამოქმედდა.
კლუბის წევრები მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები არიან.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მოსწავლეთა მზაობით შეიქმნა კომფორტული და ჯანსაღი გარემო, რომელიც შესაძლებლობას მისცემს თითოეულ მონაწილეს თამამად და ღიად დააფიქსიროს საკუთარი მოსაზრება.
სკოლის თვითმმართველობის საბჭოს წევრებმა ასევე შეარჩიეს თამანედროვე მწერლის, დავით ტურაშვილის წიგნი „ჯინსების თაობა“, რომლის ელექტრონული და ფიზიკური ვარიანტები მოსწავლეებს წინასწარ გადაეცათ.
ამ დღეს, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, აქტიურად მიმდინარეობდა დისკუსია შემდეგ თემებზე: პირადი თავისუფლება და სხვათა თავისუფლება, ადამიანის უფლებები, დემოკრატიული მმართველობის უპირატესობები და აქტუალური პრობლემები დღევანდელობაში.
დისკუსიაში მოსწავლეები დიდი ყურადღებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა წიგნიერების დონის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს