
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. სწორედ ამიტომ, სკოლაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით, საინტერესო შეხვედრები ეწყობა.
ამჯერად, სკოლაში თემაზე - „ნარკოტიკები“ მოსწავლეებსა და პოლიციის დეტექტივ სოფიო დარსანიას შორის საინტერესო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე ის მოსწავლეებს ესაუბრა, თუ რა გავლენას ახდენს ნარკოტიკები ადამიანის ორგანიზმზე, საზოგადოებაზე და რა სამართლებრივი მექანიზმები არსებობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ საქართველოში.
მან ასევე მოსწავლეებს ანცობა, თუ რა სამედიცინო პროგრამებს სთავაზობს სახელმწიფო ნარკოდამოკიდებულებასთან გამკლავებისთვის მოქალაქეებს.
ბავშვებმა სტუმარს საინტერესო კითხვები დაუსვეს და ცოდნა გაიღრმავეს.
დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეხვედრები მოსწავლეთა საჭირო ცოდნით აღჭურვას უზრუნველყოფს.
იხილეთ ფოტოები: