
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლაში დირექტორის არჩევნები ჩატარდა.
სკოლის სამეურვეო საბჭომ ნდობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგენილ კანდიდატს - თამარ მუმლაძეს გამოუცხადა.
სკოლის თანამშრომლები თამარ მუმლაძეს წარმატებას ულოცავენ.
„ვუერთდებით თითოეული პიროვნების გულწრფელ მილოცვას და დიდი სიყვარულით ვულოცავთ, თამარ მუმლაძეს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ მანდაეთის საჯარო სკოლის დირექტორად არჩევას... ჯანმრთელობას, სიყვარულს, მშვიდობას, ახალ-ახალ წარმატებებს ვუსურვებთ...“,- ვკითხულობთ მისალოც წერილში.
შეგახსენებთ, რომ სამეურვეო საბჭო სიითი შემადგენლობის უმრავლესობით 6 წლის ვადით ირჩევს სკოლის დირექტორს, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა.
სამეურვეო საბჭო კი შედგება მშობლებისა და პედაგოგიური საბჭოს მიერ თანაბარი რაოდენობით, 3 წლით არჩეული არანაკლებ 6 და არაუმეტეს 12 წარმომადგენლისაგან და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ არჩეული ერთი წევრისგან.