
27 ოქტომბერს, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183 წელი გავიდა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდი ჭყონის N1 საჯარო სკოლაში ამ მნიშვნელოვან თარიღს კვირეული მიეძღვნა.
II კლასში, მასწავლებელმა მზევინარ ჩუბინიძემ, იაკობ გოგებაშვილის კვირეულის ფარგლებში, სხვადასხვა აქტივობა განახორციელა.
მოსწავლეებმა დაამზადეს ხელნაკეთი წიგნები, დახატეს ილუსტრაციები, წაიკითხეს ელექტრონული და დიდი წიგნები იაკობის მოთხრობების მიხედვით. ბავშვებმა ასევე გააცოცხლეს მოთხრობის გმირები და ითამაშეს ვიქტორინა.
კვირეული მოსწავლეებისთვის სახალისოსთან ერთად შემეცნებითიც აღმოჩნდა.