
27 ოქტომბერს, საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებლის - იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183 წელი გავიდა.
იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღესთან დაკავშირებით, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ მერჯევის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლებმა ჩაატარეს ერთობლივი გაკვეთილი. ბავშვებს აჩვენეს ვიდეორგოლი მწერლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ.
გაკვეთილი გაჯერებული იყო მრავალფეროვანი და საინტერესო აქტივობებით.
მოსწავლეებმა დახატეს ეპიზოდი, მისწერეს წერილი პერსონაჟს, ნაწარმოების გმირთა როლი მოიგეს. მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართული საინტერესო აქტივობებში.
იხილეთ ფოტოები: