ძენწმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმს და ზაზა ხალვაშის კინოსივრცეს სტუმრობდნენ
03-11-2023

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლის პედაგოგები ხშირად მიმართავენ ექსკურსიას, როგორც სასწავლო მეთოდს, რადგან აქტივობა მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და მოტივაციით გამოირჩევა. 

ძენწმანის საჯარო სკოლის მოსწავლეები პოეტის, მწერლის, დრამატურგის, პუბლიცისტისა და საზოგადო მოღვაწის - ფრიდონ ხალვაშის სახლ-მუზეუმს და ზაზა ხალვაშის კინო სივრცეს სტუმრობდნენ.

მოსწავლეები აღაფრთოვანა პოეტის ნივთებმა: ფოტოკოლაჟმა, სადაც პოეტი სხვადასხვა საზოგადო მოღვაწეების ერთად იყო აღბეჭდილი. ჩოხა-ახალუხის ხილვამ რომლითაც იმოსებოდა ფრიდონ ხალვაში, კუთხე სადაც ქმნიდა ყველასთვის საყვარელ ლექსებს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები ლექსებითა და სიმღერებით მოეფერნენ ფრიდონ და ზაზა ხალვაშების ხსოვნას. სახლ-მუზეუმთან არსებულ კინო სივრცეში იხილეს ფილმი „ნამე“.

„როცა სახლ-მუზეუმის დასათვალიერებლად მიდიხარ, დაახლოებითი წარმოდგენა გაქვს რას ნახავ იქ. მაგრამ, თუ არ ახვედით გეგელიძეებში, ვერ ნახავთ როგორი უნდა იყოს მასპინძელი, მუზეუმის ხელმძღვანელის ქალბატონი ლეილა კეკელიძის დამოკიდებულებამ მოსწავლეებში წარუშლელი კვალი დატოვა. სკოლაში დაბრუნებული მოსწავლეები და მასწავლებლები დიდი სიყვარულით საუბრობდნენ მასზე“,- აღნიშნავენ სკოლაში, 

ძენწმანის საჯარო სკოლა მადლობას უხდის ლეილა და ზურაბ კეკელიძეებს გულთბილი დახვედრისთვის. ასევე სოფიო ლომინაძეს ექსკურსიის ხელმძღვანელობისთვის.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203