
ონის მუნიციპალიტეტის სოფელ პიპილეთის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183-ე წლისთავი ღონისძიებით აღინიშნა.
სკოლაში მოსწავლეებმა თემატური კედლის გაზეთი სახელწოდებით „იაკობ გოგებაშვილის სამყარო“ შექმნეს. ბავშვებმა დიდი პედაგოგისა და „დედაენის“ ავტორის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ერთმანეთს გაუზიარეს.
ღონისძიებაზე მათ იმავე თემის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს და სპექტაკლი „იავნანამ რა ჰქმნა“ დადგეს, რომელშიც ყველა მოსწავლე მონაწილეობდა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ნაწარმოების პერსონაჟთა როლები შესანიშნავად მოირგეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
ეს დღე საინტერესო და დასამახსოვრებელი იყო იქ მყოფი თითოეული ადამიანისთვის.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
იხილეთ ფოტოები: