ჯავშანიანის საჯარო სკოლის 6 მოსწავლეს „ეტალონმა“ სპეციალური სიგელი მიანიჭა
03-11-2023

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯავშანიანის საჯარო სკოლის 6 მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. 

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეებს - ოზლემ ოსმანოვას (კლასი: IX), შოვქათ მამედოვას (კლასი: VIII), ავსანა ალისკანდაროვას (კლასი: VIII), ჯუნაი იბრაგიმოვას (კლასი: XI), რეიჰან ჩობანოვას (კლასი: XI) და ნარმინ ორუჯოვას (კლასი: XI) „ეტალონის“ სპეციალური სიგელები მიენიჭათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის შემოდგომის პერიოდის კონკურსები დაიწყო. პროექტი ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

კონკურსის პირველი ეტაპი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის 25 ოქტომბერს ჩატარდა. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203