„ვკითხულობთ ანა კალანდაძეს“- ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში მხატვრული კითხვის კონკურსი გაიმართა
03-11-2023
ქუთაისის N40 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, მოსწავლეთა მოტივირებაზე, განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებული აქტივობები ხშირად იმართება. 

ამჯერად კი, სკოლაში მხატვრული კითხვის კონკურსი - „ვკითხულობთ ანა კალანდაძეს“ გაიმართა. მის მიმდინარეობაში მოსწავლეები განსაკუთრებული მონდომებით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები წარმოაჩინეს, ანა კალანდაძის ლექსები მხატვრულად წაიკითხეს და პოეტის შესახებაც ისაუბრეს. 
 
აღნიშნულ კონკურსს პედაგოგები, მოსწავლეთა მშობლები, მოსწავლეები და ჟიურის წევრები ესწრებოდნენ. მოსწავლეებმა დაკისრებულ დავალებას თავი ღირსეულად გაართვეს - ლექსები ისე წაიკითხეს, რომ სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს. ბოლოს კი, წარჩინებულნი გამოვლინდნენ.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203