ლიის თემის N1 სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეებმა საგნობრივ ოლიმპიადაში მედლები და პირველი ხარისხის დიპლომები მოიპოვეს
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ლიის თემის N1 საჯარო სკოლაში ნიჭიერი, შემოქმედებითი და მონდომებული მოსწავლეები სწავლობენ, რომლებიც გამოწვევებს არ უშინდებიან და სხვადასხვა პროექტსა თუ კონკურსში აქტიურად ერთვებიან.
ამჯერად, მე-5 კლასის მოსწვლეები ნათია კუხალეიშვილი, დიტო მიქავა და გიორგი ფიფია „კინგსის“ ოლიმპიადაში მონაწილეობდნენ. მათ ცოდნა და შესაძლებლობები გამოავლინეს, ღირსეულად იასპარეზეს, შედეგად კი, მედლები და პირველი ხარისხის დიპლომები მოიპოვეს.
სკოლაში მათი მიღწევით ხარობენ, ულოცავენ და მომავალშიც წინსვლას უსურვებენ. აღსანიშნავია, რომ ისინი აქტიური და მიზანდასახული მოსწავლეები არიან.
იხილეთ ფოტოები: