„გზად ია-ვარდი დაჰფინეთ, ანბანი მობრძანდებაო“ - კუხის საჯარო სკოლის პირველკლასელთა მრავალფეროვანი გაკვეთილი
03-11-2023

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხის საჯარო სკოლაში პირველკლასელებმა ანბანის სწავლა საზეიმოდ დაიწყეს.

ისინი პედაგოგის დახმარებით, „ანბანის შებრძანებას“ სკოლაში, დიდი სიყვარულით შეხვდნენ.

მათთვის საკლასო ოთახი ბუშტებით, ლამაზი დეკორაციებითა და მთელი გულით შერჩეული რესურსით მოირთო.

სადღესასწაულო გარემომ პირველკლასელებს სწავლის მოტივაცია და განწყობა მეტად აუმაღლა. 

სადღესასწაულო გაკვეთილზე - „გზად ია-ვარდი დაჰფინეთ, ანბანი მობრძანდებაო“, ბავშვებმა სხვადასხვა სახალისო აქტივობები დიდი მონდომებით შეასრულეს.

„ბავშვებმა ანბანის ჯადოსნურ სამყაროში იმოგზაურეს, გააფერადეს მათი მეგობარი „ი“ და „ა“, ყვავილი „ია“ დახატეს და მისი დეკორაცია შექმნეს“, - გვიყვებიან სკოლაში.

„ჩვენი გული გელოდა,
სიხარულის მფენი,
იყოს ფეხბედნიერი
მობრძანება შენი“ - ბავშვებმა აღნიშნული ლექსი გაკვეთილზე გააჟღერეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გაკვეთილები მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203