„ჩვენ გვიყვარს ვაჟა-ფშაველა“ - შუასურების საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტ-გაკვეთილი ჩატარდა
03-11-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. მასწავლებლები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან საგაკვეთილო პროცესს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-8 კლასში ქართულ ენასა და ლიტერატურაში პროექტ-გაკვეთილი - „ჩვენ გვიყვარს ვაჟა-ფშაველა“ ჩატარდა.

გაკვეთილზე ბავშვებმა შექმნეს კედლის გაზეთი, სადაც მათ შემოქმედებითი უნარები და ცოდნა წარმოაჩინეს.

​მერვეკლასელებმა ასევე ვაჟას ლექსები და მათზე დაყრდნობით შექმნილი სიმღერები წარმოადგინეს. ბოლოს კი ვაჟა-ფშაველას შესახებ საინტერესო პრეზენტაცია გააკეთეს.

აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა სასწავლო პროცესში ჩართვასა და მოტივაციის გაზრდას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203