„ოქროსფერი შემოდგომა“ მანავის საჯარო სკოლაში
03-11-2023

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა შემოდგომის მრავალფეროვნება ღონისძიებაზე წარმოადგინეს. 

სკოლაში კახური შემოდგომის სურნელი ტრიალებდა. სკოლის II, III, IV კლასების (კლასის დამრიგებლები: ციცინო ბორაშვილი, მაკა ყორღანაშვილი, ირმა აფციაური) მოსწავლეებმა მხიარული და საინტერესო აქტივობებით ფერადი ფერებით მორთეს საკუთარი სკოლის და სოფლის ოქროსფერი შემოდგომის დღეები: აქტივობები სკოლაში და სოფლის მახლობლად ტყეში განახორციელეს: იმღერეს, იცეკვეს, დახატეს, მშობლების დახმარებით კახური ტრადიციული ჩურჩხელებიც ამოავლეს და სკოლაში „შემოდგომის კუთხეც“ მოაწყეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა შემოქმედებითი ნიჭისა და უნარების წარმოჩენა განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203