ვანზომლეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის მიხედვით დიორამები შექმნეს
03-11-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ვანზომლეთის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და მრავალფეროვან სასწავლო პროცესს სთავაზობენ. 

სასწავლო პროცესი წარმტაცია დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის, რომელთაც პედაგოგები სახალისო აქტივობებში რთავენ. 

ვანზომლეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა წაიკითხეს იაკობ გოგებაშვილის მოთხრობები. მოთხრობებზე შექმნეს დიორამები. 

მოსწავლეებისთვის შემოქმედებითი დავალება მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა, დიორამებზე დიდი ენთუზიაზმით იმუშავეს და მრავალფეროვანი ნამუშევრებიც შექმნეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203