
ბოლნისის N2 საჯარო სკოლის 11 მოსწავლე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის პირველი ეტაპის მონაწილეებს - აშოტ ბაგდასარიანს (კლასი: VIII), ანი სოლომონიანს (კლასი: VIII), ედიტა ელოიანს (კლასი: VIII) ჯულიეტა ალიხანიანს (კლასი:VIII), დიანა ავეტისიანს (კლასი: IX), იანა კარაპეტიანს (კლასი: IX), ალბერტ ხაჩატუროვს (კლასი: VIII), მარიეტა ბაგდასარიანს (კლასი: X), ერიკ ელოიანს (კლასი: XI),
ლიდა შირაჩიანს (კლასი: XI) და მანე ბაგდასარიანს (კლასი: VIII) „ეტალონის“ სპეციალური სიგელები მიენიჭათ, მათ შორის ერიკ ელოიანი კონკურსის მეორე ეტაპზე გადავიდა და ოქროს სიგელი დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონის“ 2023 წლის შემოდგომის პერიოდის კონკურსები დაიწყო. პროექტი ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.
კონკურსის პირველი ეტაპი ბოლნისის მუნიციპალიტეტის მოსწავლეებისთვის 25 ოქტომბერს ჩატარდა. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ.
იხილეთ ფოტოები: