წყალტუბოს N2 სკოლის მე-9 კლასის მოსწავლეებს შემაჯამებელი გაკვეთილი ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში ჩაუტარდათ
03-11-2023
მამუკა სამაკაშვილის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N2 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლი მედეა მოდებაძე მოსწავლეთა განვითარებასა და მოტივირებაზე ატიურად ზრუნავს.
ამჯერად, მან თავის სადამრიგებლო - მე-9ა კლასის მოსწავლეებთან შემაჯამებელი გაკვეთილი ნიკო ლორთქიფანიძის სახლ-მუზეუმში ჩაატარა. მან აღსაზრდელებს მწერლის მოვალეობა შეახსენა, უთხრა, რომ საჭიროების დროს, მწერალმა განგაშის ზარებიც უნდა დაარისხოს, რწმენის თესლი გააღვივოს და ანდერძი დაუტოვოს შთამომავლობას.
მასწავლებელმა აღნიშნა, რომ ნიკო ლორთქიფანიძის მინიატურები, ნოველები და მოთხრობები სწორედ ამისი ნათელი დასტურია. მედეა მოდებაძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ფრაზებზე: „მე ვარ ადამიანი“, „კაცი მზესავით უნდა იყოს“, „დედა ხომ არ იზამდა“, „ვარ სრულიად ზედმეტი“, „გული სადღაა“ და „ფუფუნებაში მყოფი ღატაკი“.
აღსანიშნავია, რომ გაკვეთილის მიმდინარეობაში მოსწავლეები აქტიურად ჩაერთნენ, საინტერესო ინფორმაცია მოისმინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს.
„ისტორიას დარჩება ეს ერთი დღეც, ოღონდ გადაშლილ ფურცლად. „ჩემთვის დიდი პატივია“, -ასე დაიწყო გაკვეთილი პედაგოგმა და პირველ რიგში, მასწავლებლის დღე მიულოცა მწერალს, რომელიც თურმე „მოსწავლეებს თავაზიანი სალმით ხვდებოდა და თქვენობით ესაუბრებოდა“. მერე კი, მწერლის მოვალეობა შეახსენა მოსწავლეებს. შეჯამებისას, დღის ფრაზა გახდა - „მოვუაროთ საქართველოს". მადლობა მუზეუმის თანამშრომლებსა და დამსწრე საზოგადოებას გულთბილი მიღებისთვის. დიახ, ეს ფურცელი გადაშლილია“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203