ორლოვკის საჯარო სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე ღონისძიებით აღინიშნა
03-11-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორლოვკის საჯარო სკოლაში მასწავლებლებს, მათ ღვაწლსა და შრომას მეტად აფასებენ. 

ამის დასტურია ისიც, რომ სკოლაში მასწავლებლის ეროვნული დღე განსაკუთრებულად აღინიშნა. ამასთან დაკავშირებით, IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებმა, ინგლისური ენის პედაგოგის - მანუშაკ კიურეღიანის ხელმძღვანელობით, ღონისძიება გამართეს. მის მიმდინარეობაში ყველა განსაკუთრებული სიყვარულითა და მონდომებით ჩაერთო.

მათ მასწავლებლებს, მადლობის ნიშნად, ყვავილები აჩუქეს და ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცეს. აღსანიშნავია, რომ ღონისძებას დაბალი კლასების მოსწავლეებიც შეუერთნენ. VIII კლასელებმა პედაგოგებს სიურპრიზი მოუწყვეს და ყვავილები უსახსოვრეს. 

ღონისძიება როგორც ინგლისურად, ასევე ქართულად, რუსულად და სომხურად გაიმართა. მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, იმღერეს, იცეკვეს და ლექსები წაიკითხეს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203