ჩქუმის საჯარო სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა
03-11-2023
ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩქუმის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს, იმართება სხვადასხვა პროექტი თუ აქტივობა. 

აღსანიშნავია, რომ პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეთა მოტვირებასა და განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავს. ამჯერად კი, სკოლაში საშემოდგომო ღონისძიება გაიმართა. 

მის მიმდინარეობაში მოსწავლეები უდიდესი ხალისით, მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ წელიწადის მიმდინარე სეზონზე ისაუბრეს, ინფორმაცია გაცვალეს და დრო ნაყოფიერად გაატრეს. გარდა ამისა, მათ ლექსები წაიკითხეს და სიტყვა წარმოთქვეს. 

შემოდგომის ნობათითა და ფერადი ფოთლებით გაფორმებული სასკოლო გარემო მოსწავლეთა სადღესასწაულო განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203