„დედაენა სიბრძნის წყარო“ - ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
03-11-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ფახულანის თემის N2 საჯარო სკოლაში „დედაენის“ კვირეული მოეწყო.

კვირეულთან დაკავშირებით, სკოლაში, პედაგოგების - მადონა პოლეტაევას, ნატო შონიასა და პამელა გოგოხიას ხელმძღვანელობით, საინტერესო პროექტი - „დედაენა სიბრძნის წყარო“ განხორციელდა, რომლის ფარგლებში მოსწავლეებმა სხვადასხვა აქტივობებზე იმუშავეს.

სკოლაში გაიმართა კალიგრაფიის კონკურსში, სადაც ბავშვებმა შესაძლებლობები წარმოაჩინეს.

მათ, ასევე იაკობ გოგებაშვილის ნაწარმოებების მიხედვით, საინტერესო ნახატები შექმნეს, შემოქმედებითი უნარები გამოავლინეს და სასკოლო საზოგადოების მოწონება დაიმსახურეს.

კვირეული აღნიშნულ აქტივობებთან ერთად, მოიცავდა ინტელექტუალურ კონკურსს - „ვის უკეთ ახსოვს ი.გოგებაშვილის ნაწარმოებები“, რომელშიც ბავშვები დიდი ხალისითა და ენთუზიაზმით მონაწილეობდნენ.

ბოლოს კი, სკოლაში დასკვნითი საზეიმო ღონისძიება ჩატარდა, რომელიც მასწავლებლის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით გაიმართა.

ბავშვებმა ღონისძიებაზე მასწავლებლის პროფესიის შესახებ ისაუბრეს, მათი ღვაწლი აღნიშნეს და საყვარელ მასწავლებლებს მადლობა გადაუხადეს.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეებმა აღნიშნულ პროექტზე აქტიურად იმუშავეს.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ღონისძიებები და აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:











 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203