წყალტუბოს N1 სკოლის მე-6 კლასელებმა ქართული ენისა და ლიტერატურის საჩვენებელ გაკვეთილზე საინტერესო კომპლექსური დავალების პრეზენტაცია წარადგინეს
03-11-2023
ოტია იოსელიანის სახელობის ქალაქ წყალტუბოს N1 საჯარო სკოლის მოსწავლეები, სასწავლო წლის განმავლობაში, კომპლექსურ დავალებებს დიდი მონდომებით ასრულებენ. 

ამჯერად კი, VI კლასში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, საჩვენებელი გაკვეთილი, კომპლექსური დავალების პრეზენტაცია გაიმართა. მისი თემა იყო შერჩეული საკითხის მიხედვით, ზედსართავის სახელების გამოყენებით, აღწერითი ტექსტის შექმნა. 

მოსწავლეებმა ნამუშევრებში თავიანთი საცხოვრებელი გარემო, საგნები, მოვლენები, ადამიანები და მათი ნიშან-თვისებები ძირეული და წარმოქმნილი ზედსართავი სახელების გამოყენებით აღწერეს. ნაშრომში ადგილმდებარეობის, აღწერის მიმართულების აღმნიშვნელი ენობრივი საშუალებები გამოიყენეს და ნახატები შექმნეს.

გაკვეთილს სკოლის დირექტორი ფაქიზო ფანჩულიძე ესწრებოდა, რომელმაც დადებითად შეაფასა ნაშრომები და წარმატებები უსურვა მოსწავლეებს.

აღსანიშნავია, რომ კლასის დამრიგებელი - მანანა წულაია გახლავთ, ხოლო ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი - დოდო ხაჩიძე. ისინი მოსწავლეთა განვითარებაზე ყოველდღიურად ზრუნავენ. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203