მარნეულის N1 საჯარო სკოლაში ბროწეულის ფესტივალი ჩატარდა
03-11-2023

მარნეულის N1 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი საინტერესოდ და აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგების ხელმძღვანელობით, ბავშვები სხვადასხვა აქტივობაში დიდი ენთუზიაზმით მონაწილეობენ.

ამჯერად, სკოლაში ბროწეულის ფესტივალი ჩატარდა, რომელშიც აქტიურად იყვნენ ჩართულნი მოსწავლეები, პედაგოგები და მშობლები. მათ, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ღონისძიება ერთობლივად დაგეგმეს და განახორციელეს.

მათ საინტერესო ნამუშევრები შექმნეს და ფესტივალზე წარადგინეს. აქტივობაში როგორც ბავშვები, ასევე პედაგოგები აქტიურად იყვნენ ჩართულნი, სადაც მათ შემოქმედებითი უნარები შესანიშნავად წარმოაჩინეს.

სკოლაში ასევე არ დაივიწყეს მასწავლებლის ეროვნული დღე, რომელიც მოსწავლეებმა და მშობლებმა პედაგოგებს დიდი სიყვარულით მიულოცეს.

„ყველა პედაგოგს ვულოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს. განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით სკოლის მუსიკის პედაგოგს - ალიდა გუმბათოვას - ბროწეულის ფესტივალის ორგანიზებაში გაწეული შრომისთვის. აქვე მადლობას ვუხდით ქალაქ მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს მობრძანებისთვის და მარნეულის კულტურის ცენტრს მუდმივი და უანგარო მხარდაჭერისთვის!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და ღონისძიებები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203