პერევის საჯარო სკოლის დაარსებიდან 105 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა
03-11-2023

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ პერევის საჯარო სკოლის ისტორია 105 წარმატებულ წელს ითვლის. 

31 ოქტომბერს, პერევის საჯარო სკოლამ დაარსებიდან 105 წლის იუბილე აღნიშნა.  

ამ მნიშვნელოვან თარიღს სკოლა ღირსეულად შეხვდა. მიწვეულ სტუმრებს, სახელოვან კურსდამთავრებულებსა და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელებს სკოლის მოსწავლე-მასწავლებლებმა უაღრესად ლამაზი მხატვრულ-შემოქმედებითი ღონისძიებით უმასპინძლეს, რითაც დარბაზში შეკრებილი  სტუმრები კიდევ ერთხელ დაარწმუნეს, რომ პერევის საჯარო სკოლის ინტელექტუალური პოტენციალი განუზომლად დიდია ნიჭიერი მოსწავლეებისა და მასწავლებლების ძალისხმევით.

ღონისძიებაზე სკოლის დირექციამ საჩუქრები გადასცა ღვაწლმოსილ, წარმატებულ მასწავლებლებსა და ასევე, სტუმრებს. პერევის საჯარო სკოლის დირექტორს - გურამ შუკაკიძეს კი, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, რესურსცენტრის მადლობის სიგელი გადაეცა.

„ვულოცავთ, პერევის საჯარო სკოლას ამ მნიშვნელოვან თარიღს და ვუსურვებთ, დაუღალავი შრომით მიღწეული ტრადიციების გაგრძელებასა და იმ  სირთულეების ღირსეულად გამკლავებას, რასაც მისი ტერიტორიული მდებარეობა განაპირობებს“,- აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203