„ჩემი მომავალი პროფესია“- მაღლაკის N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასში საინტერესო პროექტი განხორციელდა
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ მაღლაკის N1 საჯარო სკოლის პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი მოსწავლეებს საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.
ამჯერად, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელმა - ლენა უგულავამ, მეექვსე კლასის მოსწავლეებთან ერთად, ქართულ ენაში თემის - „სპეციფიკური ლექსიკა“ გავლის შემდეგ, პროექტი - „ჩემი მომავალი პროფესია“, განახორციელა.
მოსწავლეებმა კონკრეტული პროფესიების შესახებ ისაუბრეს, ასევე ჩამოთვალეს ის მასალები და ნივთები, რომლებსაც მუშაობისას სხვადასხვა პროფესიის ადამინები გამოიყენებენ.
მასწავლებელი, არქიტექტორი, ვეტერინარი, მხატვარი, მკვლევარი, ექიმი, პოლიციელი, მოსამართლე, ფეხბურთელი, მზარეული, სპორტსმენი - სწორედ ეს პროფესიები აირჩიეს მოსწავლეებმა.
„მათ ძალაინ საინტერესოდ ისაუბრეს ამ პროფესიების შესახებ, რატომ აირჩიეს და რას გააკეთებენ სასურველი პროფესიის დასაუფლებლად. წარმატებები, ჩემო ნიჭიერებო“,- აღნიშნავს მასწავლებელი ლენა უგულავა.
იხილეთ ფოტოები: