ჩაისუბნის N2 სკოლის მოსწავლეები „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში წარმატებით მონაწილეობისთვის სიგელით დაჯილდოვდნენ
03-11-2023
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი „ეტალონის“ გუნდურ ჩემპიონატში მონაწილეობდა.
მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, თანატოლებს საზრიანობაში შეეჯიბრნენ და დრო ნაყოფიერად გაატარეს. ქობულეთში „ეტალონი გუნდის“ წოდებისთვის ერთმანეთს 38 გუნდი და 190 მოსწავლე ეჯიბრებოდა. ღონისძიებას „ეტალონის“ ავტორი და უცვლელი წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა.
ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა, რომლის კურატორიც შორენა ბერიძე იყო, ღირსეულად იასპარეზა და შესაძლებლობები გამოავლინა. მათ ჩემპიონატში მონაწილეობისთვის, სიგელი გადაეცათ.
გუნდურ ჩემპიონატს ადგილობრივი ხელისუფლების, რესურსცენტრისა და სასკოლო საზოგადოების წარმომადგენლები, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობისა და გენდერული თანასწორობის სამსახურის უფროსი ნათია ნიჟარაძე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის განათლების განყოფილების უფროსი სულხან ნიჟარაძე და საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მადონა გოგიტიძე ესწრებოდნენ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203