ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლეთა „მოგზაურობა თიხის სამყაროში“
03-11-2023
ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი საინტერესო და მოსწავლეთა მოტივირებაზე ორიენტირებული აქტივობა იმართება.
„მოგზაურობა თიხის სამყაროში“ - ასე უწოდეს Vა კლასის მოსწავლეება გასვლით აქტივობას, რომლის ფარგლებშიც სოფელ შროშას ესტუმრნენ. ისინი აქტივობაში ხელოვნების პედაგოგის - ნ. მაკალათიასა და ბუნების პედაგიგის - დ. კუჭუხუძის ხელმძღვანელობით, უდიდესი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ.
მოსწავლეებმა თიხასთან იმუშავეს, მეთუნის საქმიანობას დააკვირდნენ, დრო სასიამოვნოდ გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ისინი სოფელ შროშადან დადებითი ემოციებით დატვირთულნი დაბრუნდნენ.
„მადლობა შროშის საჯარო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგეს - კახა შველიძეს იმისთვის, რომ სტუმრებს გიდობა გაგვიწია. მეთუნემ დიდი სიყვარულით აჩვენა მოსწავლეებს თიხის დამუშავების ტექნიკა და დაეხმარა მათ შეექმნათ თიხისგან სხვადასხვა ნივთები“,- ამბობენ სკოლაში.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203