ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის მოსწავლე-მასწავლებლები ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის დაბადების დღის აღსანიშნ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ
ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
სოფელ ვარიანში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183-ე იუბილე აღინიშნა, რასთან დაკავშირებითაც თემატური ღონისძიება გაიმართა. მასში ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლის სასკოლო საზოგადოებაც ჩაერთო.
სადღესასწაულო ტერიტორიაზე სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოსწავლეებისა და ადგილობრივი შემსრულებლების შემოქმედებისთვის მოესმინათ, დაეთვალიერებინათ ფაცხები და დედაენის თემატიკის გათვალისწინებით მოწყობილ საჯარო სკოლების კუთხეებს გაცნობოდნენ. სწორედ ასეთი კუთხე მოაწყო ერგნეთ-მამისაანთუბნის საჯარო სკოლამაც.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა და პედაგოგებმა სკოლა ღირსეულად წარადგინეს, დრო ნაყოფიერად გაატრეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს
დედაენის“ ავტორის იუბილე ყოველ წელს აღინიშნება. საქართველოში მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი, პუბლიცისტი და საბავშვო მწერალი იაკობ გოგებაშვილი ვარიანში 1840 წელს დაიბადა.
იხილეთ ფოტოები: