ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში, ბიოლოგიისა და ქიმიის კლუბების ინიციატივით, კონფერენცია-დისკუსია გაიმართა 
03-11-2023

ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში სხვადასხვა საკითხზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა, ამ მიზნით კი სკოლაში არაერთი ღონისძიება იმართება. 

ვარდისფერი ოქტომბერი - მკერდის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების თვეა.

ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში ბიოლოგიისა და ქიმიის კლუბების ინიციატივით, ჩატარდა ღონისძიება - კონფერენცია-დისკუსია, სადაც მიწვეული სტუმრები - მამოლოგი, ონკო-ქირურგი თეიმურაზ გოგიტიძე ​ და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს წარმომადგენლები - მაია ჩავლეიშვილი და თათია გიორგაძე მოსწავლეთა მიერ დასმულ კითხვებს საინტერესო პასუხებს სცემდნენ.

დისკუსია საინტერესოდ წარიმართა და მოსწავლეებისთვის მეტად შემეცნებითი და ინფორმაციული აღმოჩნდა. 

მოსწავლეებმა სპეციალისტებისგან მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიიღეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203