
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 183-ე წლისთავი განსაკუთრებულად აღინიშნა.
სკოლის დაწყებითი საფეხურის (I-IV) კლასებში ამ დღისადმი მიძღვნილი საინტერესო კვირეული ჩატარდა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ პედაგოგები: მედეა ქაფიანიძე, მაია რეხვიაშვილი, მეგი ბოჩიკაშვილი, ნანა ჩილაშვილი.
ბავშვებმა დიდი პედაგოგისა და „დედაენის“ ავტორის შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს. მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.
მოსწავლეებმა ასევე თემატური ნახატები შექმნეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.
აქტივობებში ისინი დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.
აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.
იხილეთ ფოტოები: