„ბუნება ჩვენშია და ჩვენ ბუნებაში ვართ“ - საინტერესო პროექტი დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში
03-11-2023
დაბა ასპინძის საჯარო სკოლაში პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო პროცესში ჩართვისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით, მრავალფეროვან პროექტებს სთავაზობენ.
ამჯერად, სკოლაში წარმატებით დასრულდა სასკოლო აქტივობების წახალისების ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტი - „ბუნება ჩვენშია და ჩვენ ბუნებაში ვართ“, რომელსაც პედაგოგი მაია ნათენაძე ხელმძღვანელობდა.
პროექტი როგორც სკოლაში გვიყვებიან, დაიწყო 4 აპრილს და 15 ოქტომბერს დასრულდა.
„საქართველოში სამკურნალწამლო მცენარეთა ბუნებაში მოპოვება მხოლოდ უმნიშვნელო რაოდენობით შეიძლება, ისიც ადგილობრივი გამოყენების მიზნით. უკანასკნელ კვლევებზე დაყრდნობით დაახლოებით ბოლო 50 წლის განმავლობაში ბუნების რესურსების განუკითხავმა ხელყოფამ მინიმუმამდე დაიყვანა ჩვენი სამკურნალო მცენარეების მარაგი“, - აღნიშნავენ სკოლაში.
პროექტი, როგორც სკოლაში გვიყვებიან, ითვალისწინებს ცნობიერება აუმაღლოს როგორც მომავალი თაობის, ისე თემის და ფართო აუდიტორიის წევრებს, შეიყვარონ, შეიგრძნონ და გაათვითცნობიერონ ცოცხალი ბუნების სიდიადე, გაიაზრონ და გაითვალისწინონ მწვანე საფარის წინაშე მდგარი საფრთხეები, ერთად იფიქრონ და იზრუნონ თუ როგორ გამოიყენონ ის ნატურალური საშუალება, რომელიც ბუნებამ უსასყიდლოდ გვიბოძა.
„პროექტის მიზანია ასპინძის სკოლის ახალგაზრდებისთვის შევქმნათ მცირე ლაბორატორია სამკურნალო და საღებარი მცენარეების გამოსაშრობად და შესანახად. მოსწავლეებს ვასწავლოთ მათი ამოცნობა, შეგროვების წესი და დამუშავების ტექნოლოგია. მიღებული ნედლეული ქველმოქმედების სახით მივაწოდოთ დაინტერესებულ პირებს“, - ამბობენ სკოლაში.
აღსანიშნავია, რომ დაგეგმილი აქტივობებისთვის მოხალისეთა ჯგუფი შეიქმნა, რომლის წევრებიც პროექტს გაეცნენ.
თემში, კონკრეტული პროექტის გაცნობის მიზნით, კვლევა ჩაატარეს. ასევე დაინტერესებული პირებისთვის ფილმის ჩვენება მოეწყო.
როგორც სკოლაში ამბობენ, მათ ასევე კომპეტენტური ფარმაცევტი მიიწვიეს, რომელმაც მოხალისე ჯგუფისა და დაინტერესებული პირებისათვის საინტერესო ლექცია ჩაატარა.
პროექტის მონაწილეებმა, სამკურნალო - რეალიზაციის მიზნით, პროექტის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელეს.
მოსწავლეები დაგეგმილ აქტივობებში აქტიურად იყვნენ ჩართულნი.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები და პროექტები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებას უწყობს ხელს.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს
„რეფორმა“ გაზრდის მთავრობის კონტროლს საგანმანათლებლო სექტორზე... საქართველოში უკანასკნელ სფეროსაც დახურავს, რომელიც ღიაა ჯანსაღი განსხვავებული აზრისთვის“
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203