
დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ირგანჩაის საჯარო სკოლის დირექტორმა - შაქირ ჩერპანოვმა საინფორმაციო შეხვედრა გამართა.
დირექტორმა, უფროსკლასელებს საინტერესო ლექცია წარუდგინა, თემაზე - „ნაადრევი ქორწინება და მისი პრევენცია“.
დირექტორი, მოსწავლეებს ნაადრევი ქორწინების სიმძიმეზე ესაუბრა, ბოლო პერიოდში, მედიაში გავრცელებულ ტრაგიკულ შემთხვევებზე მოუყვა და აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ კუთხით მოსწავლეთა სწორი ინფორმირება და პრობლების გადაჭრის გზები პოვნა.
შეხვედრის ბოლოს კი, დირექტორმა, მოსწავლეებს მოუწოდა, რომ მსგავსი ფაქტების გამოვლენაში აქტიურად ჩაერთონ და ერთად იზრუნონ თანატოლების მომავალზე.
იხილეთ ფოტოები: