მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული პროექტ-გაკვეთილი მუსხის საჯარო სკოლაში
03-11-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუსხის საჯარო სკოლაში პროექტ-გაკვეთილი, პედაგოგ - ლია ოქრომელიძის, ხელმძღვანელობით გაიმართა. 

პროექტ-გაკვეთილი IV კლასში მოეწყო, სადაც ბავშვები გაეცნენ მუზეუმში ქცევის წესებს, ესტუმრნენ მუზეუმს და ისწავლეს, თუ როგორ შექმნან თავიანთი ნამუშევრებით, საინტერესო გამოფენა.

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეებმა შექმნეს „ხელოვნების მუზეუმი“, „წიგნის მუზეუმი“ და „თოჯინების მუზეუმი“ და სასკოლო საზოგადოების დიდი მოწონებაც დაიმსახურეს. 

ბავშვები ჯგუფებად გადანაწილდნენ და თავიანთი ნამუშევრების პრეზენტაცია მოაწყვეს, რის შემდეგაც გაწეული შრომისთვის, გულწრფელი მადლობა დაიმსახურეს. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203