
ოთარ ჩხეიძის სახელობის გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ყელქცეულის საჯარო სკოლა სახალხო დღესასწაულში - „იაკობობა 2023“, ჩაერთო.
საზოგადო მოღვაწისა და მწერლის დაბადებიდან 183-ე წლისთავს, ტრადიციულად, მისმა მშობლიურმა სოფელმა ვარიანმა უმასპინძლა.
ღონისძიებას, ყელქცეულის საჯარო სკოლის საზოგადოება დიდი ინტერესით შეუერთდა, მრავალფეროვანი ნომრებით გაჯერებულმა წარმოდგენამ მოსწავლეებსა და პედაგოგებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
მოსწავლეები კიდევ ერთხელ გაეცნენ დიდი საზოგადო მოღვაწის ბიოგრაფიას, მის ფასდაუდებელ შემოქმედებსა და ღვაწლს, რომელიც სამარადისოდ დარჩება ქართველი ერის მეხსიერებაში.
იხილეთ ფოტოები: