
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ სავანეთის საჯარო სკოლაში, ინფორმაციული შეხვედრა გაიმართა, სადაც მარნეულის N2 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა - თემურ სუყაშვილმა, საინტერესო პრეზენტაცია ჩაატარა.
აღსანიშნავია, რომ პრეზენტაციას სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, დიდი ინტერესითა და სიამოვნებით დაესწრნენ.
საპრეზენტაციო თემა კი - ევროკავშირი, გახლდათ.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დაისვა კითხვები, გაიმართა დისკუსია, მოსწავლეები გამოთქვამდნენ თავიანთ შეხედულებებს. შეხვედრა საინტერესოდ, ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა.
როგორც სკოლაში გვიყვებიან, გარდა საპრეზენტაციო თემისა, საუბარი შეეხო გაცვლით პროგრამებს, რამაც მოსწავლეთა დიდი ინტერესი გამოიწვია.
თემურ სუყაშვილი სავანეთის საჯარო სკოლაში, გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით, ერთწლიან პროექტს აწარმოებდა, რამაც დიდი როლი ითამაშა თემის, სასკოლო საზოგადობისა და მოსწავლეთა ინფორმირებაში.
იხილეთ ფოტოები: