შუაფარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპონატ „ეტალონში“ დიდი მონდომებითა და ინტერესით ჩაერთნენ
03-11-2023
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლის მოსწავლეები საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპონატ „ეტალონის“ დისტანციურ კონკურსს უდიდესი მონდომებით შეუერთდნენ. 

კონკურსის პირველ ეტაპში VIII - IX კლასის მოსწავლები მონაწილეობდნენ, მათ ცოდნა გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. ყველა მათგანი „ეტალონის“ სპეციალური სახელობითი ონლაინ სიგელით დაჯილდოვდა. კონკურსის პირველი ეტაპის შედეგების მიხედვით შეირჩნენ მოსწავლეები, რომლებიც ერთმანეთს მეორე ეტაპზე მუნიციპალიტეტის „ეტალონი მოსწავლის“ ტიტულისთვის შეეჯიბრნენ. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონი“, ტრადიციულად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203