„წელიწადის დროთა რინგი“ - თბილისის N106 სკოლაში თანამშრომლობითი კულტურის დანერგვის მიზნით, საინტერესო ღონისძიება ჩატარდა
02-11-2023

ზურაბ იარაჯულის სახელობის  თბილისის N106 საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესი თანამშრომლობითი სწავლების მეთოდებით მიმდინარეობს.

აღნიშნული მიდგომა კი, როგორც სკოლაში აღნიშნავენ, საგრძნობლად ზრდის მოსწავლეთა მოტივაციას. 

სწორედ, თანამშრომლობითი კულტურის დანერგვას ესმსახურებოდა მე-3 კლასის დამრიგებლის - ლელა თენიეშვილის აქტივოაბა

როგორც თავად პედაგოგი გვიყვება, მოსწავლეებმა პარალელურ კლასთან თანამშრომლობით დადგეს სპექტაკლი - „წელიწადის დროთა რინგი“, რომელიც უკავშირდებოდა ქართული ენისა და ლიტერატურის კომპლექსურ დავალებას. 

აღნიშნული აქტივობით, მოსწავლეებმა, ნასწავლი მასალა გაიაზრეს და მეტად განამტკიცეს. 

მოსწავლეებმა ისაუბრეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წელიწადის თითოეული დრო.

პედაგოგის თქმით, მოსწავლეებმა თანამშრომლობის, აუდიტორიასთან მუშაობის, ემპათიისა და თანაგრძნობის უნარები განივითარეს და გაუღვივდათ მიკუთვნებულობის განცდა სკოლის მიმართ.

აღსანიშნავია, რომ წარმოდგენის ბოლოს მოსწავლეებს გადაეცათ საუკეთესო როლის შესრულებისთვის შესაბამისი ნომინაციის სიგელები. 

იხილეთ ფოტოები: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203