„გია ყანჩელის შემოქმედებითი საღამო“ - მუსიკალური ღონისძიება იანეულის საჯარო სკოლაში
03-11-2023

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლაში, მუსიკალური ღონისძიება - „გია ყანჩელის შემოქმედებითი საღამო“, გაიმართა. 

ღონისძიებაზე, მოსწავლეებმა გაიხსენეს ქართველი კომპოზიტორი, ისაუბრეს მის შემოქმედებაზე, შეასრულეს კომპოზიტორის უკვდავი ნაწარმოებები და სიმღერები კინოფილმებიდან. 

საგანგებოდ გამოწყობილი მოსწავლეები, ქორეოგრაფიული ნომრები, მუსიკალური წარმოდგენები და აღფრთოვანებული მსმენელები - ასეთი იყო გია ყანჩელისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო იანეულის საჯარო სკოლაში. 

აღსანიშნავია, რომ ღონისძიების ხელმძღვანელი - მუსიკის მასწავლებელი თეა შათირიშვილი გახლდათ. 

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203