ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსიით ქუთაისს ესტუმრნენ
03-11-2023

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს. პედაგოგები ბავშვებს მოტივაციის ამაღლებისა და საგაკვეთილო პროცესის გამრავალფეროვნების მიზნით, საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, პედაგოგმა - მერაბ კვარაცხელიამ მე-7 კლასში, რომლის დამრიგებელი ნინო ჭანიაა, სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტი დაგეგმა, რომელიც მოიცავდა ქუთაისში ექსკურსიას.

მოსწავლეებმა მასწავლებლებთან ერთად, ექსკურსიის ფარგლებში მოინახულეს- გელათის მონასტერი, ბაგრატის ტაძარი, მოწამეთა და სათაფლია.

მათ აღნიშნული ადგილების შესახებ საინტერესო ინფორმაციები მოიძიეს და ცოდნა აიმაღლეს.

როგორც სკოლაში აღნიშნავენ, მოსწავლეები ექსკურსიიდან ემოციებითა და შთაბეჭდილებებით დატვირთულნი დაბრუნდნენ. 

ეს დღე მათი სასკოლო ცხოვრებიდან ერთ-ერთი დასამახსოვრებელი აღმოჩნდა.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი გასვლითი აქტივობები და ექსკურსიები მოსწავლეთა მოტივაციას ამაღლებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203