ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლაში ჰელოუინი საინტერესო აქტივობებით აღინიშნა
02-11-2023

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N2 საჯარო სკოლაში სხვადასხვა დღესასწაულსა და მოვლენას მოსწავლეები დიდი მონდომებით აღნიშნავენ.

ამჯერად, ბავშვებმა სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლის - თამარ მაქაცარიას ხელმძღვანელობით,ჰელოუინის დღესასწაული მრავალფეროვანი აქტივობებით აღნიშნეს.

მოსწავლეებმა ამ დღის შესახებ ინფორმაციები მოიძიეს და ცოდნა ერთმანეთს გაუზიარეს.

მათ ასევე სახეები მოიხატეს, თემატური პლაკატები შექმნეს და შემოქმედებითი უნარები წარმოაჩინეს.

აქტივობებში ბავშვები დიდი მონდომებით, ინტერესითა და ხალისით მონაწილეობდნენ.

​აღსანიშნავია, რომ მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა მრავალმხრივ განვითარებასა და მოტივაციის ამაღლებას ხელს უწყობს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203