ორჯის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, პედაგოგ სათენიკ კარაპეტიანის ხელმძღვანეობით, როლური თამაში მოაწყვეს 
02-11-2023
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ორჯის საჯარო სკოლის პედაგოგები მოსწავლეებს საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ. 

ამჯერად, მე-8 და მე-9 კლასების მოსწავლეებმა, რუსული ენის მასწავლებლის სათენიკ კარაპეტიანის ხელმძღვანეობით, როლური თამაში გამართეს და ინტერვიუები ჩაწერეს.

როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეები აქტივობებში ხალისითა და დიდი ინტერესით ჩაერთნენ. მათ საინტერესო ინტერვიუები ჩაწერეს, დრო ნაყოფიერად გაატრეს, ერთმანეთთან მეტად დაახლოვდნენ და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული გარემოა შექმნილი. 

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203