სამების საჯარო სკოლაში სპორტის მასწავლებლის - ხნგიანოს არაქელიანის ხელმძღვანელობით, სპორტული აქტივობა გაიმართა
02-11-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში დიდი ყურადღება არამხოლოდ, მოსწავლეთა განათლებას, არამედ მათი ჯანსაღი ცხოვრების წესითა და სპორტით დაინტერესებასაც ექცევა. 

ამ საკითხზე სკოლაში სპორტის მასწავლებელი ხნგიანოს არაქელიანი ზრუნავს. ის მოსწავლეებს შესაბამის აქტივობებსა თუ ღონისძიებებს ხშირად სთავაზობს. 

ამჯერად, მისი ხელმძღვანელობით, კიდევ ერთი სპორტული აქტივობა გაიმართა, რომლის მიმდინარეობისასაც მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს, მათ დრო ნაყოფიერად გაატარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. 

აღსანიშნავია, რომ სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობას ყველა ნათლად აცნობიერებს.

იხილეთ ფოტო:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203