სამების საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებმა სასწავლო რესურსი შექმნეს
02-11-2023
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად მიმდინარეობს.
მოტივირებულ მოსწავლეებს პედაგოგები საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ აქტივობებს სთავაზობენ. ამჯერად, მე-3 კლასის მოსწავლეებმა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის სოფიკო ნიქაცაძის ხელმძღვანელობით, სასწავლო რესურსი შექმნეს.
აქტივობაში მოსწავლეები უდიდესი მონდომებით, ხალისითა და ინტერესით ჩაერთნენ, მათ შესაძლებლობები გამოავლინეს, ინფორმაცია გაცვალეს და ცოდნა გაიღრმავეს.