კისისხევის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის იუბილეს აქტივობები მიუძღვნეს 
02-11-2023

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კისისხევის საჯარო სკოლაში იაკობ გოგებაშვილის იუბილე აღნიშნეს. 

ამასთან დაკავშირებით, აქტივობები დაწყებითი - 1-ელი, მე-2, მე-3 და მე-4 კლასების მოსწავლეებმა გამართეს. მათ დიდი ქართველი მწერლის მოთხრობები წაიკითხეს, ილუსტრაციები დახატეს და საინტერესოდ ისაუბრეს.

გარდა ამისა, მოსწავლეებმა „დედა ენაზე“ დაწერილი ლექსები და ნაწარმოებები სასკოლო საზოგადოებას ინსცენირების სახით წაუდგინეს. როგორც სკოლაში ამბობენ, პატარებმა იაკობ გოგებაშვილის ღვაწლისა და დამსახურების მიმართ უსაზღვრო პატივისცემა და მადლიერება გამოხატეს. 

აქტივობებმა დიდი წარმატებით ჩაიარა, მოსწავლეებმა შესაძლებლობები გამოავლინეს და დრო ნაყოფიერად გაატარეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203