ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ახალქალაქის N3 საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის განმავლობაში, არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება იმართება. ამჯერად კი, მოსწავლეებმა გოგონების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ამასთან დაკავშირებით, სხვადასხვა აქტივობა განხორციელდა.
როგორც სკოლაში ამბობენ, მოსწავლეებმა საინტერესო თემებზე ისაუბრეს, მათ შორის იმაზე, თუ რა საფრთხეებს ხვდებიან გოგონები ინტერნეტსივრცეში, როგორია ცხოვრება გოგონებისთვის აფრიკაში, რა გავლენა აქვს გოგონებზე კულტურასა და რელიგიას და როგორია თანამედროვე თვალთახედვის მქონე გოგონასთვის ცხოვრება ჯავახეთში.
მოსწვლეებმა საკუთარი აზრი დააფიქსირეს და ინფორმაცია ერთმანეთს გაუზიარეს.
„მადლობა ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს“,- ამბობენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: