წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში „ანბანის შებრძანება“ მრავალფეროვანი აქტივობებით გაჯერებული გაკვეთილით აღინიშნა 
02-11-2023

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში პირველკლასელებს პედაგოგებმა ანბანის სწავლა დღესასწაულად უქციეს.

I და I კლასის მოსწავლეებთან პედაგოგებმა პირველი საანბანო გაკვეთილები დიდი ენთუზიაზმით ჩაატარეს.

„პატარები ხალისით შეეგებნენ ანბანის შემობრძანებას. ლექსებით, მხიარული სიმღერითა და საინტერესო აქტივობებით დახუნძლულ გაკვეთილები გამოვიდა“, - გვიყვებიან სკოლაში.

როგორც სკოლაში გვეუბნებიან, ბავშვებმა „ცოდნის სამყაროში“ იმოგზაურეს, ლექსებითა და საალერსო სიტყვებით შეამკეს „დედაენა“.

„გაკვეთილზე იყო ბევრი სიხარული, გაბრწყინებული თვალები და სიახლის მოლოდინი“, - ამბობენ სკოლაში.

გაკვეთილს დაესწრო და მოსწავლეები ძალიან გაახარა სკოლის დირექტორმა - მაია ქობულია-ნუცუბიძემ, რომელმაც დიდი სიყვარულით მიულოცა „ანბანეთის“ სამეფოში მოგზაურობის დაწყება პატარებს და უსურვა წარმატებები.

გაკვეთილს ესწრებოდნენ და პირველკლასელებს ამხნევებდნენ სასწავლო ნაწილის გამგე - გურამ ჩიხლაძე, ანა შენგელია, პედაგოგები: ნათია ვარდანიძე, ქრისტინა ქუთათელაძე.

„წარმატებებს უსურვებენ დამრიგებელებს - ფიქრია კვაბზირიძესა და თინათინ ნაცვლიშვილს, მუსიკის პედაგოგს- ხათუნა იობაშვილს და ჩვენ პატარა მოგზაურებს ცოდნის ამ ვეებერთელა სამყაროში!“, - აღნიშნავენ სკოლაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203