ზესტაფონის მომავლის სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა „ჰელოუინის“ შესახებ საინტერესო და სახალისო პრეზენტაცია გამართეს
ზესტაფონის მომავლის სკოლა ის საგანმანათლებლო დაწესებულაბაა, სადაც მოსწავლეებს განვითარებასა და მოტივირებაზე ორინეტირებულ აქტივობებს პროფესიონალ პედაგოგთა გუნდი სთავაზობს.
ამჯერად, მე-7 კლასის მოსწავლეებმა „ჰელოუინი“ აღნიშნეს. მათ აქტივობები ინგლისური ენის მასწავლებლის - სოფიო ოდიკაძის ხელმძღვანელობით შეასრულეს. მეშვიდეკლასელებმა თემასთან დაკავშირებით ინფორმაცია მოიძეს, დაახარისხეს, შემდეგ კი საინტერესო და სახალისო პრეზენტაცია გამართეს.
აღსანიშნავია, რომ საკლასო ოთახი „ჰელოუინისთვის“ საგანგებოდ იყო მორთული, მოსწავლეებს კი სახეები მოხატული ჰქონდათ. კლასშივე იყო ამ დღესასწაულის თანმდევი გოგრები.
მოსწავლეებმა დრო სასიამოვნოდ გაატარეს, საინტერესოდ ისაუბრეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
იხილეთ ფოტოები: