„რატომ მოიწყინა კაკლის ხემ?“ - ბათუმის N28 საჯარო სკოლის მოსწავლეები საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე მუშაობენ 
02-11-2023

ბათუმის N28 საჯარო სკოლაში სასწავლო წელი აქტიურად და საინტერესოდ მიმდინარეობს. პედაგოგები მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში ჩართვისა და მოტივაციის გაზრდის მიზნით, მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ.

ამჯერად, სკოლის მე-3 კლასელები ბუნების გაკვეთილზე, კომპლექსურ დავალებაზე - „რატომ მოიწყინა კაკლის ხემ?“ მუშაობენ.

როგორც სკოლაში გვიყვებიან, მოსწავლეები აკვირდებიან, თუ რა გავლენას ახდენს გარემო, მცენარეების ზრდა-განვითარებაზე.

გაკვეთილის თემა - ჩემი სამშობლო გახლავთ, საკითხი -  საქართველოს ფლორა, ქვესაკითხი - სიცოცხლისთვის აუცილებელი გარემო პირობები.

მათი დავალება შემდეგია: „როგორ წარმოვადგინო ჩემ მიერ შექმნილი პოსტერის საშუალებით, მცენარის ნაწილების აგებულება და დანიშნულება, სადაც ნაჩვენები იქნება ურთიერთდამოკიდებულებები მცენარის თითოეულ ნაწილს შორის. ჰავის - სეზონების გავლენა მცენარის ზრდა-განვითრებაზე“.

ბავშვები აღნიშნული საკითხით დაინტერესებულები არიან და დავალებას მონდომებით ასრულებენ.

აღსანიშნავია, რომ სკოლაში მოსწავლეთა მოტივაციისა და მრავალმხრივ განვითარებას მნიშვნელოვანი ყურადღება ექცევა.

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203